პაატა იმნაძის განცხადებით „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მისი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მისი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

 

„რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“ – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას.

მისივე განცხადებით, ოპოზიციისგან რომ იყოს მსგავსი მიწვევა, მისი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ოპოზიციური ძალისგან მიიღებს მსგავს შემოთავაზებას.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველდღე გაგინებს“, განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

“იმედი”