საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უყრაინა დიდი პატივისცემით ეპყტრობა ამა თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი საქართველოს ასეთი დამოკიდებულება.
“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.