თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ შვედეთის განაცხადს მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში თანაპარტიელებთან შეხვედრისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთმა ყურანის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს ნატო-ს გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. შვედეთო, ნუ შეწუხდები ამ ეტაპზე მცდელობაზე. ჩვენ არ ვიტყვით „დიახ“ თქვენს ნატო-ს განაცხადზე, ვიდრე თქვენ დაუშვებთ ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანის ამოძირკვას და დაწვას თქვენს უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ დადებითად ვუყურებთ ფინეთს, მაგრამ უარყოფითად ვუყურებთ შვედეთს“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.