“საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება”, – ამის შესახებ მსჯავრდებული “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში წერს.
“ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით.სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება – ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება. ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია.” წერს ნიკა გვარამია.