სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლივით გამოიყურება , – ამის შესახებ “მაგნიტსკის აქტის” ავტორი ბილ ბროუდერი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ფოტოებს აქვეყნებს.
მისი თქმით, სააკაშვილი კვდება და ევროპაში უნდა იყოს გადაყვანილი.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დღევანდელი სასამართლო პროცესიდან. იგ, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლი, ისე გამოიყურება. მან თავისი სხეულის წონის 40% დაიკლო და პატიმრობაში კვდება. იგი შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გათავისუფლებას ითხოვს. იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანილი”, – წერს ბროუდერი.