რატომ არ კრეფენ ფერმერები მოსავალს? – 700 ტონა ხილი გაფუჭდება

ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

“იმის გამო რომ ქვეყანაში არ გვაქვს გადამამუშავებელი მრეწველობა წელს მოწეული კენკრის რეალიზაცია უდიდესი სირთულის წინაშე დგას.

ფერმერები არ კრეფენ მოსავალს და იგი ფუჭდება.

ეს არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. დაფინანსდა კენკროვანების გაშენების პროექტები და შედეგად მივიღე დიდი რაოდენობის მოსავალი, მაგრამ არავის უფიქრის საკონსერვო ან სხვა კუთხით მისი დამუშავების თემაზე.

შედეგად დაახლოებით 700 ტონა კენკროვანი ხილი ამჟამად გვაქვს, მაგრამ ვერ ვყიდით ვერსად.

ხომ შეიძლებოდა ჯემები, წვენები, მურაბები, კონცენტრატები და უამრავი სხვა რამ?

შეიძლებოდა, მაგრამ…”