დეკანოზ მამალაძის ძმამ შსს-თან საპროტესტო აქცია გამართა

სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აქციის ორგანიზატორის თორნიკე მამალაძის განცხადებით, შსს-ს ხელმძღვანელობა ცდილობს რიგით პოლიციელებზე გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.

აქტივისტებმა შსს-ს თანამშრომლებს ფიცის ბროშურები დაურიგეს, აქცია პოლიციის ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პოლიციელები მაღალჩინოსნების დაკვეთით ძალიან ხშირად არღვევენ ფიცს.

“ისინი აიძულებენ რიგით პოლიციელებს, რომ დადებული ფიცი დაარღვიონ, რომელიც რამოდენიმე პუნქტს მოიცავს. ესე იყო მუხთარის საქმეში, მაჩალიკაშვილის საქმეში და როდესაც ე.წ ციანიდის საქმე შეუკერეს დეკანოზს,”- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

 

“რუსთავი2”