შოლცი – ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს.
– “ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „დოიჩე ველეს“ – თან საუბარში.
კიევსა და ბრიუსელს შორის პარტნიორობა კრემლმა გამოიყენა როგორც მიზეზი, რუსეთის ტერიტორიები ძალისმიერად გაეფართოვებინა და ეს დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. „არ არის საჭირო თავის მოჩვენება, თითქოს სიტყვები: „ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით“ რამე არგუმენტია” – განაცხადა კანცლერმა.
წყარო: alt-info.ge