გერმანია უყრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 88 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების ძველ მოდიფიკაციაზე.
როგორც გერმანული მედია წერს, უყრაინა ამ ტექნიკას რემონტის შემდეგ მიიღებს.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, კიევი „ლეოპარდ 1“-ის ტანკებს უფასოდ არ მიიღებს, არამედ გერმანელი მწარმოებლისგან შეისყიდის. ეს უყრაინას დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამასთან ერთად, გერმანია ასევე განიხილავს კატარისგან გერმანული 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარ „გეპარდის“ გამოსყიდვას და უყრაინისთვის გადაცემას.
მანამდე, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს ნებართვას უყრაინისთვის „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 80 გერმანული ტანკის გადაცემის შესახებ, მათ შორის 14 ტანკს კიევი უშუალოდ გერმანიისგან მიიღებს.