შარლ მიშელი: ევროკავშირი და უყრაინა ოჯახია – თქვენი ბედი – ჩვენი ბედია

კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უყრაინა ოჯახია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უყრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი – თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის – ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი – უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად არის ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი – ჩვენი ბედია”, – თქვა მიშელმა.

ცნობისთვის, უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უყრაინა უკვე ამა წელს იმსახურებს ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მისვლას.