მიშა როგორც კი მიხვდება, რომ მას პარტია წაართვეს, ვურჩევ „ფსონი“ გირჩზე დადოს – მიშა მინდა მხარდამჭერად – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ერთადერთი საღი აზრი ამ არჩევნებში არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ დათმო პარტია. დღეს „ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. „ოცნებას“ დაუთმო პარტია, თუ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ისე, როგორც ჩატარდა არჩევნები, ისე, როგორც გაირკვა სინამდვილეში, ვინ დგას „ნაცმოძრაობის“ უკან, მაგ პარტიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. „მოდი, ასე გავაკეთოთ „ნაცმოძრაობის“ არჩევნები და მიშას გავუშვებთ“, თუ ეს პირობა არსებობს „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის, მაშინ ცოტა ხანში საერთოდ დაიშლება „ნაცები“. რადგან მიშა ცოტა ხანში მიხვდება, რომ მას პარტია წაართვეს და როგორც კი ამას მიხვდება, მე ვურჩევ, რომ „ფსონი“ გირჩზე დადოს და ჩვენს პროექტებს დაუჭიროს მხარი, მიშა მინდა მხარდაჭერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.