სპეციალური სამხედრო ოპერაციის წლისთავზე, სი ძინპინი მოსკოვს ეწვევა

ჩვენი არხის ინსაიდერული მონაცემებით, სი ძინპინი რუსეთში სახელმწიფო ვიზიტს გეგმავს.  სავარაუდოდ, ეს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წლისთავზე მოხდება. არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში ესკალაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმირ პუტინი საგარეო ვიზიტით პეკინში იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, სწორედ იქ, XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, უკრაინის “ბედი გადაწყდა”. დღეს აშკარაა, რომ გეგმების კორექტირებაა საჭირო და ორი ლიდერის პირადი შეხვედრა აუცილებელია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მომენტამდე არ უნდა ველოდოთ „კიევზე შეტევას“.  დასავლურმა მედიამ,  ბრიტანული გამოცემა  Independent-ის სახით, უკვე დაანონსა ჩინეთის ლიდერის ვიზიტი რუსეთში.  ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგნელმა, თავის მხრივ, შესაძლო ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახით გააკეთა კომენტარი: “ამ დროისთვის არ მაქვს გასაზიარებელი რაიმე ინფორმაცია“.  მაგრამ ზუსტად ანალოგიურად, ჩინელებმა, ბოლო მომენტამდე, არ დაადასტურეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ Covid-ის დაწყების შემდეგ, როდესაც ამის შესახებ საკმაოდ ნაადრევად  ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს  და ეს ფაქტი ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დაადასტურეს.

შეგახსენებთ ვიდეოფორმატის საშუალებით განხორციელებულ, ორი ლიდერის წინასაახალწლო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც პუტინმა სი ძინპინგი მოსკოვში 2023 წლის გაზაფხულზე მიიწვია.   ყველაფერი ეს საკმაოდ მოულოდნელია ჭორების ფონზე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების სავარაუდო გაციების შესახებ, ჩინეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებებისა და უკრაინაში ესკალაციის ფონზე.

ახლა კი, რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ, თუ რატომ გვჯერა, რომ კომუნისტური ჩინეთი მხარს დაუჭერს რუსეთს: თუ ჩინეთი ოდესმე გადაწყვეტს ტაივანის დაბრუნებას, რუსეთი ობიექტურად გახდება ჩინეთის მთავარი საკვანძო პარტნიორი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პეკინი დღეს მოსკოვისთვისაა. ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში. ქვეყნის მიერ მოხმარებული ნავთობის დაახლოებით ნახევარს სახელმწიფო იღებს საზღვარგარეთიდან და ჩინეთის იმპორტის უმეტესი ნაწილი გადის მალაკას სრუტით, რომელსაც აკონტროლებს სინგაპური, ეროვნებით ჩინელებით შემადგენლობითი სახელმწიფო, მაგრამ აშშ-ის მოკავშირე. მხოლოდ რუსეთს, თავისი ნავთობის მარაგით და უსაფრთხო მილსადენებით, შეუძლია დააკმაყოფილოს ჩინეთის მოთხოვნა.

ჩინელებს ისტორიულად მუდამ ეშინოდათ ალყაში მოხვედრისა და მხოლოდ რუსეთთან მეგობრობა აცლის ნიადაგს ამ “გეოპოლიტიკურ შიშებს”.  რუსეთში პოლიტიკური რყევები ყოველთვის აისახებოდა ჩინეთზე და რუსეთში ნებისმიერმა არასტაბილურობამ შეიძლება სერიოზული არეულობა გამოიწვიოს ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ჩინეთი დაინტერესებულია სტაბილური რუსეთით.

 

«Дипломатия»