პენტაგონში აცხადებენ, რომ ლათინური ამერიკის თავზე ჩინეთის კიდევ ერთი სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს

პენტაგონში აცხადებენ, რომ ლათინური ამერიკის თავზე ჩინეთის კიდევ ერთი სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ბურთის შესახებ, რომელიც ლათინური ამერიკის თავზე მიფრინავს. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი. როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, აშშ-ის მთავრობა დარწმუნებულია, რომ საჰაერო ბურთი ჩინეთიდანაა.

ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.