პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უახლოეს კვირებში გეგმავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელ მარცინ პშიდაჩის განცხადებით, ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სტუმრობის კონკრეტულ თარიღზე მოხდება შეთანხმება.