თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.
სტიქიით დაზარალებულ 10 რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მსხვერპლია სირიის მხარესაც, სადაც, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 250-მდე სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150-ზე მეტი კი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.