მოსამართლე არევაძემ საკუთარი თავი გაინადგურა და ხელი შეუწყო იმას, რომ სრულიად საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის მკვლელობაში, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
„სასამართლო არ არსებობს, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს დავიცავთ თუ არა, ამაზეა უკვე საუბარი. ვიცხოვრებთ თუ არა როგორც მონები, ეს უკვე ჩვენი, ხალხის გადასაწყვეტია. მას არაფერი ჰქონდა მოსაფიქრებელი. ვიცოდით, რომ არაფერს ფიქრობდა, მის თავში არაფერი არ იყო გარდა ბრძანებისა, რომელიც იქამდე მიიღო. სათათბიროდ არ გასულა, რაში სჭირდებოდა რამის მოფიქრება, როცა უკვე ნაბრძანები და გაწერილი ჰქონდა. მოსამართლე არევაძემ დაკვეთა შეასრულა. საკუთარი თავი ხომ გაინადგურა და ხელი შეუწყო იმას, რომ სრულიად საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის მკვლელობაში“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.