თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მასში ჩართულია 25 000-ზე მეტი მაშველი, ასობით სპეცტექნიკა და ათასობით სამშენებლო აღჭურვილობა.
თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
სტიქიამ, სულ მცირე, 5 775 შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული.