თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინცია სტიქიის ზონად გამოაცხადა და რეგიონში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დახმარება 70-მა ქვეყანამ შესთავაზა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაზარალებული ადამიანების დროებით დასაბინავებლად ანტალიის ტურისტულ ჰაბში სასტუმროების გახსნა იგეგმება.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 5 151 ადამიანი ემსხვერპლა.