50 წლის წინ, გაერთიანებული ძალებით გახდა შესაძლებელი ამერიკელების განდევნა ვიეტნამიდან

მიმდინარე წლის 27 იანვარს გავიხსენეთ ლენინგრადის ბლოკადის დასრულებისა (1944 წ.) და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების (1945 წ.) თარიღები. მაგრამ, 27 იანვარი მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი  უმნიშვნელოვანეს მოვლენით აღინიშნა: 1973 წლის 27 იანვარს, ზუსტად 50 წლის წინათ, პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ვიეტნამში ომის შეწყვეტის თაობაზე. ხელმომწერები იყვნენ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი კისინჯერი და ჩრდილო ვიეტნამის წარმომადგენელი ლე დიკ თხო. ისინი არაერთი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რომელიც 27 იანვრის შეთანხმებით დაასრულეს.

ვიეტნამის ომმა 50000 ამერიკელისა და 5 მილიონი ვიეტნამელის სიცოცხლე შეიწირა. ვიეტნამის ტერიტორია გადაიქცა ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონად. „დემოკრატი“ ამერიკელები ათეულ-ათასობით ტონა ქიმიურ ნივთიერებას აფრქვევდნენ თვითმფრინავებიდან ვიეტნამის სოფლებსა და ქალაქებს. ამ ბარბაროსულმა ქმედებამ, რომელიც წლობით გრძელდებოდა, ხეიბარ ვიეტნამელთა რიცხვი კატასტროფულად გაზარდა.

გარდა ქიმიური იარაღისა, 20 წლის განმავლობაში ვიეტნამში გამოიცადა ჩვეულებრივი ამერიკული იარაღი — სხვადასხვა სახის და მოდიფიკაციის.

პარიზის ხელშეკრულებას საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა არ მოჰყოლია, თუმცა ორივე ხელმომწერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ომი 1975 წელს დასრულდა, როდესაც ჩრდილოეთ ვიეტნამმა გაანთავისუფლა სამხრეთი, აშშ-ს მარიონეტი ვიეტნამელი ხელისუფლების ბატონობისგან. სამხრეთთან და აშშ-თან ჩრდილო ვიეტნამის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირი, რომელიც არა მარტო იარაღით ამარაგებდა მას, არამედ კვების პროდუქტებით, მედიკამენტებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით.

სამხრეთ ვიეტნამში აქტიურად მოქმედებდა სამხრეთ ვიეტნამის განმათავისუფლებელი არმია — 800 000 მეომარზე მეტი.

გაერთიანებული ძალებით გახდა შესაძლებელი ამერიკელების განდევნა ვიეტნამიდან. ვიეტნამელი დიპლომატის ლე დიკ თხოს განცხადებით, 1973 წლის ხელშეკრულება იმით იყო აღსანიშნავი, რომ აშშ-ი გავიდა და ვიეტნამი დარჩა, ანუ ერთმანეთის წინაშე დარჩა 2 ვიეტნამი — ჩრდილოეთი და სამხრეთი. მარტოდ დარჩენილმა სამხრეთმა, ვერ გაუძლო ჩრდილოელთა და პარტიზანთა შეტევას და 1975 წელს კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღევანდელი ვიეტნამი პატივს სცემს სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთს, აქვს მასთან მჭიდრო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ამასთანავე აქვს პრაგმატური ეკონომიკური კავშირები აშშ-თან. ვიეტნამელი სტუდენტები სწავლობენ აშშ-ში. შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, რაც წარმოუდგენელი იყო 1973 წელს. მაგრამ ამერიკელები ხანგრძლივი გეგმით მუშაობენ და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ არა მარტო ვიეტნამში, არამედ სხვაგანაც.

თუმცა ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო, თანაც კომუნისტური, 120 მილიონი მოსახლით, საკუთარი სუვერენული პოლიტიკით, ევროპის მსგავსი მორჩილი, სუვერენიტეტდაკარგული სახელმწიფო არ არის.

მას შეუძლია პრაგმატული ურთიერთობების ქონა ამერიკასთან, რომელმაც იცის თანამედროვე ვიეტნამის როლი რეგიონში და ისიც იცის, რომ ვიეტნამისგან ვერ მიიღებს სამხრეთ კორეას — აშშ-ის მორჩილს, ჩინეთის წინააღმდეგ მომართულს, რაც არ უნდა საკამათო საკითხები ჰქონდეს მას ჩინეთთან.

უფრო კონკრეტულად — ვიეტნამი არ არის აშშ-ს ხელში არსებული სადგისი, ჩინეთის საჯდომში შესარჭობად. მას პოლიტიკური თავმოყვარეობის გრძნობა გააჩინა, რისი დეფიციტიც არის ჩვენს ქვეყანაში.

თავმოყვარეობა სულაც არ ნიშნავს ქედმაღლობას, მით უმეტეს, შეუფერებელს საკუთარ პოტენციალთან.

საქართველოს ხიბლავს უკრაინა არა მარტო იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სამაგალითოდ მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ს სურს ასე.

ამერიკას ისიც სურს, მეორე ფრონტი გავუხსნათ რუსეთს, თუმცა ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიყოლია. ხელისუფლებაში რომ ოპოზიცია იყოს, უდავოდ ომში ვიქნებოდით ჩართული. განა, ასე არ იყო 2008 წელს, ნაცების მმართველობის დროს?

ცოტა დააკლდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მაშინ — ტერიტორიის 20%-ს კი არა, სახელმწიფოსას. დაგვინდო  „მტარვალმა“ რუსეთმა, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ და შესაბამისად დავაფასოთ. დაფასება, მონურ მორჩილებას არ ნიშნავს. ვითარების ობიექტურად აღქმას და შეფასებას ნიშნავს.

ერთშიც და მეორეშიც მოვიკოჭლებთ, რაც არც საზოგადოების სამართლიან საფუძველზე ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და არც ქვეყნის მყარ ფუნდამენტზე აშენებას.

ვიეტნამის ომის გახსენება და პარიზში დადებული ხელშეკრულება სამაგალითოდ გავიხსენე, რათა პატივცემული მკითხველისთვის მეთქვა აშშ-ს ის დამახასიათებელი ჭეშმარიტება, რასაც მოკავშირის „ჩაშვება“ ჰქვია.

50 წლის წინ აშშ-მა ფეხებზე დაიკიდა სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლება, იქ მცხოვრები ხალხი და საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ჩრდილო ვიეტნამთან, ქვეყნის კომუნისტურ ნაწილთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა, რასაც მოჰყვა აშშ-ს ჯარის, სამხედრო ტექნიკის გაყვანა სამხრეთ ვიეტნამიდან. სამხრეთ ვიეტნამის, აშშ-ს მოკავშირის, ჩრდილო ვიეტნამთან პირისპირ დაყენება, რასაც მოჰყვა ჩრდილოელთა მიერ სამხრეთის ჯარის განადგურება და სრულიად სამხრეთის ჩრდილოეთთან შეერთება.

ჩრდილოეთის მიერ სამხრეთის ასიმილაცია მძიმე და სისხლიანი გამოდგა, რაც იცოდა აშშ-მა, მაგრამ, თამაშიდან 2 წლით ადრე გასულმა, არაფერი იღონა.

ვიეტნამის გაკვეთილი უკრაინელმა  ფაშისტებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ, ვინაიდან 50 წლის წინანდელ ამერიკასა და დღევანდელს შორის განსხვავება არაფერია.

ის, ისე მოექცევა უკრაინას, როგორც ვიეტნამს მოექცა — რუსეთთან მოილაპარაკებს, სამხედრო სპეციალისტებს და ტექნიკას გაიყვანს უკრაინიდან და „სუვერენულ“ ქვეყანას რუსეთის წინაშე დააყენებს, რომელიც უმალ მოუღებს ბოლოს ფიქტიურ სუვერენულობას და უკრაინას რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანს, არა როგორც მარიონეტი ქვეყნის სტატუსით, არამედ რუსეთის შემადგენლობაში — რეგიონის სახით. უკრაინა ხომ საუკუნეების განმავლობასი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი