მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს- ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან

მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.  ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან.

ქაროსანიძე რეზი

„პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს.

ცნობისთვის, 2017 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად  დასახელდა.

გასული წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართა.