ირაკლი კობახიძე – მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს, ეს არის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც წარმოებს სააკაშვილის საქმის გარშემო

კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ საააკაშვილი და მისი ოჯახი არიან მილიონრები და არა მარტო მილიონრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია, გათავისუფლდეს და ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

„გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, არავითარი სამედიცინო აქ არაფერია. არის ერთადერთი მიზანი, გათავისუფლდეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ეს ლობისტური კონტრაქტი არის ამის კიდევ ერთი, მორიგი გამოხატულება. მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს, ეს არის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაც წარმოებს სააკაშვილის საქმის გარშემო. მიზეზი მარტივია, ერთადერთი რაც ხდება არის ის, რომ სააკაშვილი სეგნებულად, მისი ოჯახის თანამონაწილეობით არ იღებს სათანადო კალორაჟის საკვებს და ა.შ. ეს არის თვითდაზიანების პროცესი, რომ ამით, გარე ჩარევით უზრუნველყოფილი იქნება მისი გათავისუფლება. ვერც ლობისტური კონტრაქრებით და ვერ მათი მეგობრების მობილიზებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს არის სამართლებრივი საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.