უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავში, რომელშიც უყრაინის პირველი პირი იმყოფება, ახლახან ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა.
Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უყრაინელ სამხედროებს შეხვდება.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უყრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.
გარდა ამისა, ბაკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.