ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უყრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”.

ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.