დავინახეთ, რომ ლობისტური დაფინანსებული პიროვნებებით ხდება სააკაშვილის თემის გაშუქება და ესეც, როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციას.
მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ სიმართლეზე ორიენტირება და მკაცრი კითხვების დასმა აუცილებელია.
„მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი – ჩვენმა მართლმსაჯულებამ, ჩვენმა კანონმდებლებმა, ნებისმიერმა სფერომ, რომელსაც რაიმე სახით ეხება ესა თუ ის საკითხი. ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ამაზე დგას ქვეყნის განვითარება და არა რომელიმე სახელოვანი მედია საშუალებებით გაშუქებული სიუჟეტით უნდა იხელმძღვანელოს აქაურმა მოქალაქემ ან ხელისუფლებამ. ეს უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში და ღიად ვისაუბროთ იმ სიმართლეზე, რაზეც ვსაუბრობთ. სიმართლე არის უპირველესი, ამას ვერავინ უარყოფს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.