ოთხშაბათს საღამოს უყრაინის პრეიზდენტი ვლადიმერ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, აქამდე გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
ხუთშაბათს ზელენსკის ბროუსელში ვიზიტი არის მოსალოდნელი, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და რომელზე დასასწრებადაც უყრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიიპატიჟა.
Euronews-ის ცნობით, ზელენსკის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტი ევროპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლით დაიწყება.