თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ისურვებდა საქართველო იყოს ისეთი გაერთიანებული, როგორიც დავით აღმაშენებლის მეფობისას იყო. ასე უპასუხა კალაძემ „მთავარი არხის“ დასმულ კითხვას, გრძნობს თუ არა თავს დავით აღმაშენებლად.
„მე? მე ვარ კახა კალაძე, რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, იგი იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რომლის მეფობის დროს საქართველო იყო უძლიერესი. ვისურვებდი, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის გაერთიანება შევძლოთ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” შეკითხვას, გრძნობს თუ არა ის თავს დავით აღმაშენებელად.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების“ საქმიანობა.