ასეულობით ადამიანმა დაინგრია ცხოვრება, დაკარგა სიცოცხლე, აწამეს. უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, – განაცხადა წულუკიანმა.