SpaceX-მა უყრაინელ სამხედროებს Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა

SpaceX-მა უყრაინელ სამხედროებს Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა.

შოტველის თქმით, უყრაინელი სამხედროები Starlink-ის ტერმინალებს დრონების სამართავად იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი იარაღად გამოყენება განზრახული არ ყოფილა.

“უყრაინელებმა გამოიყენეს ეს ბერკეტები ისე, რომ იყო მოულოდნელი და არა რაიმე შეთანხმების ნაწილი”, – განაცხადა მან ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე.

SpaceX-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, უყრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორებიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის და ბანკებისთვის.

Starlink სატელიტური ინტერნეტ სერვისია, რომლის მიზანიც დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

მას შემდეგ, რაც Starlink უყრაინას გადაეცა, უკრაინელი სამხედროებისთვის ის სასიცოცხლოდ აუცილებელ კომუნიკაციების წყარო გახდა.