რეზნიკოვი აცხადებს, რომ აუდიტების შედეგად პასუხისმგებლობა უყრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა

აუდიტების შედეგად პასუხისმგებლობა უყრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“621 – უყრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სწორედ ამდენ თანამდებობის პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა წინა წლის შიდა აუდიტების შედეგად.

მათგან – მატერიალური პასუხისმგებლობა – 497 თანამდებობის პირს; დისციპლინარული პასუხისმგებლობა – 124 თანამდებობის პირს”, – წერს რეზნიკოვი.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ შიდა აუდიტების ყველა მასალა, რომლებითაც დარღვევებია დადგენილი, სამართალდამცავებს გადაეცა.

“ყველა პირი, ვისი დანაშაულიც შესაბამისი ორგანობიების მიერ იქნება დამტკიცებული, – პასუხს აგებენ”, – წერს რეზნიკოვი.