პოდოლიაკი – საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი, საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები

უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი  პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

„რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ესხმოდა თავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის ფედერაციის განზრახვა უცვლელია: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მოიერიშე თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის“,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.