მატეუშ მორავეცკი – უყრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს

უყრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-სგან უნდა მოდიოდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ზოგიერთი ქვეყანა არ დაეთანხმა მის წინადადებებს საბრძოლო მასალის კიევისთვის მიწოდების შესახებ.

„კიევში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს. პოლონეთი საბოლოოდ გადაწყვეტს რა გააკეთოს, როდესაც ცალსახა გადაწყვეტილება იქნება, რომ მოიერიშე თვითმფრინავები შეიძლება გადავიდეს უყრაინაში“, – აღნიშნა მორავეცკიმ.

ამასთან, მორავეცკის თქმით, პოლონეთი, ბელარუსთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ქვეყანასთან სასაზღვრო გადასასვლელების დახურვას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, გუშინ პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო ბობროვნიკში ბელარუსის სასაზღვრო გადასასვლელს ჩაკეტავს. ბელარუსმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და კატასტროფულ ნაბიჯად შეაფასა.