ირაკლი ღარიბაშვილი – თურქეთში პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი

თურქეთში ჩვენ პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართული სამუშაოებში, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს ჩვენმა ქართველმა მაშველებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.

1670842721-

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

„დახმარებაზე მოგახსენეთ უკვე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.