“ვაგნერელები” უკვე ბახმუტის შემოგარენს აკონტროლებენ – აღებულია კრასნაია გორა

რუსეთის სპეციალურმა შემტევმა შენაერთებმა, ე. წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლებმა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი კრასნაია გორა აიღეს და იქვე მდებარე კიდევ ერთ დაბას – პარასკოვიევკას იკავებენ.

ამ პუნქტების დაკავება მნიშვნელოვანია ქალაქ ბახმუტის ასაღებად, რომლის შტურმი უკვე, ფაქტობრივად დაწყებულია.

თავად უკრაინელი დამკვირვებლების ნაწილიც აღიარებს, რომ ბახმუტის დაცვისთვის დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ეს ფაქტორი, თავისი მნიშვნელობით, ბევრად უფრო გადასწონის თავად ბახმუტის დაცემის შედეგს.