სილვიო ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ზელენსკის მიმართ პუტინის ხელებზე – იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე, კოცნის მცდელობაა, – ასე გამოეხმაურა უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას, რომელმაც რუსეთს-უყრაინის დაპირისპირებაში, ვლადიმერ ზელენსკი დაადანაშაულა.
ბერლუსკონს უყრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც პასუხობს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები იტალიის რეპუტაციას ზიანს აყენებს.
„ბერლუსკონი არის VIP აგიტატორი, რომელიც მოქმედებს რუსული პროპაგანდის ფარგლებში, ის იტალიის რეპუტაციას პუტინთან მეგობრობაში ცვლის. მოიხსენით ნიღაბი და საჯაროდ თქვით, რომ უკრაინელი ხალხის გენოციდის მომხრე ხართ“, – მიმართავს მიხაილო პოდოლიაკი სილვიო ბერლუსკონს.
ინფორმაციისთვის, სილვიო ბერლუსკონიმ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, თავად რომ პრემიერ – მინისტრი ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის რომ დონბასზე შეტევა შეეწყვიტა, რუსეთ-უყრაინას შორის ურთიერთობები არ გამწვავდებოდა. “ამიტომ მე ამ ვაჟბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ”, – აღნიშნა ბერლუსკონიმ.