ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს.
მათივე თქმით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.