ალასკის სანაპიროსთან 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
ეპიცენტრი ქალაქ პერივილიდან 98 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრის კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ალასკის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.
“იმედინიუსი”