«მინსკი-3» მოსალოდნელი არ არის, მშვიდობა რუსეთის პირობებით დამყარდება

ნებისმიერი მოლაპარაკებები – მხოლოდ  შექმნილი რეალობების საფუძველზე მოხდება, ეს გამომდინარეობს რუსეთის ოფიციოზის პოზიციიდან. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა ინტერვიუ მისცა ტელერადიოკომპანია «ზვეზდას», სადაც შეეხო უკრაინასთან მიმართებაში პრობლემატურ სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას.

როგორც ცნობილია, სამშვიდობო მოლაპარაკებების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ჩვენი საზოგადოებისთვის, ალბათ მას შემდეგ, რაც ელცინის დროს საბჭოთა ჯარების დასავლეთის დაჯგუფების აღმოსავლეთ ევროპიდან  გამოყვანა და შემდეგ, ჩეჩნეთში, ხასავიურტის შეთანხმებების გაფორმება მოხდა.

მინსკის შეთანხმებამ, ნორმანდიულმა ფორმატმა და არშემდგარმა სტამბულის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა მხოლოდ გააძლიერეს ეს ფობია, რომელიც იწვევს აუდიტორიის უკიდურესად უარყოფით გრძნობებს, როდესაც საქმე ეხება დიპლომატიური გზით პრობლემების გადაჭრას.

და საქმე ჩვენი ხალხის მეომრულ განწყობაში ან ჩვენი ხალხის სისხლისმსმელობაში არაა. საქმე იმაშია, რომ ბოლო ნახევარი საუკუნე ჩვენი კონტრაგენტები განსხვავდებიან და გამოირჩევიან განსაკუთრებული უსინდისობით, იმთავითვე არ აპირებდნენ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, რაც, სხვათა შორის, არც თუ დიდი ხნის წინ მერკელმა საჯაროდ დაადასტურა და ამ დღეებში ზელენსკიმ აღიარა.

ასე რომ, გასაკვირი არაფერია, როდესაც რუსი ხალხი იძაბება და წუხს, იმის გამო, რომ მისი ლიდერები მზადყოფნას გამოხატავენ, კიდევ ერთხელ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანქოს მაგიდასთან დაჯდე შულერებთან სათამაშოდ. დასავლეთში და უკრაინაში საქმის კურსში არიან ამ განწყობების და ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, სცადონ ვითარების შერყევა რუსეთს შიგნით.

თუმცა, სერგეი ვერშინინმა სხვაგვარად ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ნებისმიერი საომარი მოქმედებები ადრე თუ გვიან მოლაპარაკაკებით მთავრდება და ამისთვის რუსეთი მზად არის, მაგრამ – არსებული რეალობის გათვალისწინებით (ანუ, როგორც მინიმუმ, რუსეთის ფედერაციის ოთხი ახალი სუბიექტი) და კიევიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ანუ მოსკოვი არ აპირებს განიხილოს ზელესნკის უსაფუძვლო და სასაცილო სურვილები, მაგრამ მოითხოვს რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას ახალ რეგიონებზე – ეს დასაწყისისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიპლომატმა მიუთითა, რომ მოსკოვი უახლოეს მომავალში დიდ იმედებს არ ამყარებს მსგავსი მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, ვინაიდან სუბიექტურობა ნაცისტურ რეჟიმს არ გააჩნია და მიჰყვება ვაშინგტონის მითითებებს. ამიტომ, მანამ, სანამ ბაიდენის გუნდი თეთრ სახლში იმყოფება, მოლაპარაკებების ალბათობა უკიდურესად მცირეა.

როგორც სჩანს, ვერშინინს ახალი არაფერი უთქვამს. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, სად და როდის  თქვა მან ეს. დიპლომატმა ისაუბრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხზე მას შემდეგ მეორე დღეს, რაც რუსული რაკეტების და დრონების ყველაზე მასიური და შედეგიანი დარტყმა განხორციელდა, და რომელმაც ერთ დღეზე მეტხანს გასტანა.

 აშკარაა, რომ ეს ქმედება არ არის «დაშინების აქტი» ან ნაცისტების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის მცდელობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის სტრატეგიული დონის ოპერაციის დასაწყისი და ნაწილი, რომელიც რადიკალურად შეცვლის დღეს არსებულ სტატუს-ქვოს.

 

ბორის ჯერელიევსკი