აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უყრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ან შესაბამისი ვალდებულება აიღეს.
„ქვეყნების ჯგუფი, კერძოდ: გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები, ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა უყრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე, რომელიც ბრიუსელში იმართება.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები უყრაინას ერთობლივად გადასცემენ 90-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკს.
უყრაინისთვის T-72 ტანკების გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც. ბრიტანეთი კი, ქვეყანას Challenger-ის ტანკებს გადასცემს.