ნებისმიერი გამართლება სააკაშვილის, ამავდროულად არის შეურაცხყოფა დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპის, – ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის წვერმა რატი იონატამიშვილმა განაცხადა.
„არ შეიძლება ევროკავშირში განიხილებოდეს ისეთი შინაარსის დოკუმენტები, რომელიც თავისი არსით არის ბოლშევიკური ვინაიდან, ნებისმიერი გამართლება სააკაშვილის, ამავდროულად არის შეურაცხყოფა დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპისა და განსაკუთრებით იმ ადამიანების, ათასობით პირის, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო სააკაშვილის კრიმინალური სისტემის სისასტიკე. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ ევროდეპუტატები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.