გერმანიის თავდაცვის მინისტრი – უყრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს

ხედავთ, რომ ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უყრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს. გვაქვს შეგრძნება, რომ ამის დრო ახლაა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უყრაინის მთავრობამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა. მისივე თქმით, საჭიროა საკითხის პარტნიორებთან განხილვა.

„სიმართლეა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა „ეფ 16“-ები, ამას სერიოზულად ვეკიდებით და საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური შეიარაღების სისტემაა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა დებატები პარტნიორებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უნდა ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.