რუსთავის ისტორიულ ციხეზე სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთაველმა არქეოლოგებმა ჩვ. წ. აღ-მდე XV-XIV საუკუნეების სამარხი, ადამიანის ნეშტი და სხვადასხვა სახის ექსპონატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული საუკუნეებით დათარიღებული ნაშთები რუსთავის ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ პირველად იქნა აღმოჩენილი. სამარხი თრიალეთის ეპოქის მიწურულს ეკუთვნის.
როგორც მერიაში განმარტავენ, იმის გარდა, რომ რამდენიმე დღის წინ ნანახი სამარხი თავისი სიძველითაა საინტერესო, ეს აღმოჩენა იმის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა, რომ თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა რუსთავამდე ვრცელდებოდა.
წყარო: kvirispalitra.ge