თბილისში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. “ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოკლულია ტაქსის მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია .