სანდრო რაქვიაშვილი: ცალკეული ევროპარლამენტარის გადასაწყვეტი არ არის ჩვენი ქვეყნის  ევროინტეგრაციის საკითხი

კუბილიუსმა უნდა ახსნას რას გულისხმობ იმიტომ, რომ თუ არ ვიცით რა წესებზეა საუბარი რთულია ამის კომენტირება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ იგულისხმება 12 რეკომენდაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ის ზოგადი წესი, რომელიც ევროკავშირშია, ცხადია ასეც უნდა იყო. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით. თუ ამას რაღაც სხვა წესები მოჰყვება, რომელიც ევროინტეგრაციასთან კავშირში არ არის, მაგრამ თვითონ კუბილიუსს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელია იმიტომ, რომ ცალკეული ევროპარლამენტარის გადასაწყვეტი არ არის ჩვენი ქვეყნის ან ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს. „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – განცხადება კუბილიუსმა იმ რეზოლუციაზე საუბრის დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.