საქართველოში ბულგარეთის ელჩი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიისწრაფვის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებისკენ

ჩვენ ვართ მეზობლები, ზღვის გადაღმა, ჩვენ გვაკავშირებს საბორნე მიმოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აცნობიერებს თავის შესაძლებლობას, იყოს აზიასა და ევროპას შორის კავშირის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, განაცხადა.

ელჩის თქმით, კარგია, რომ საქართველოს მიისწრაფვის თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებისკენ, რათა მოხდეს შუა აზიიდან ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.

„ასე რომ, ჩვენ ვისურვებდით, გვენახა მეტი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან და მეტი კავშირი ევროკავშირთან, კონკრეტულად ბულგარეთთან. ჩვენ ახლახან გვქონდა ტრასეკას შეხვედრა, ბულგარეთმა თავმჯდომარეობა გადასცა საქართველოს. ასე რომ ჩვენ დავინახეთ ამ დერეფნის განვითარების სურვილი და ეს არის საერთო სურვილი. მე მჯერა, რომ ის იმუშავებს“, – განაცხადა ელჩმა.