23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, რომლის ცხედარიც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, თეთრიწყაროში მიაგნეს, ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს სამსახურში კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონდა. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ შვილი სამსახურიდან შინ ხშირად აგრესიული მიდიოდა და ნამტირელავეიც კი უნახავს.

ოჯახის მსგავსად, თამარ ბაჩალიაშვილის მეზობლებიც და ადგილობრივებიც სამსახურში არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ.

“რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ, სამჯერ ნამტირალევიც დავინახე. არ მეუბნებოდა არაფერს,” – აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

სავარაუდოდ, 23 წლის გოგოს ცხედარს სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგო. ახლობლები ამ დროისთვის ფონიჭალაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის სახლთან არიან შეკრებილები.

 

“კურიერი”