რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?

კრემლთან და ჰესბოლასთან დაკავშირებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგი კონსპირაციული მასალა მოამზადა.

2 მაისს გაიტანჯიევამ თავის ბლოგზე dilyana.bg გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პროექტი G-2101: პენტაგონის ბიოლოგიურმა ლაბორატორიამ MERS-ის და SARS-ის მსგავსი კორონავირუსები ღამურებში აღმოაჩინეს”. სტატიის ორიგინალი ვერსია პლატფორმა Arms Watch-ზე 30 აპრილს გამოქვეყნდა, ქართულ მედია სივრცეში კი გაიტანჯიევას კონსპირაციული მასალა Tvalsazrisi.ge-მ სათაურით “სკანდალი: ამერიკელების დაფინანსებით ქართველი სამხედრო ბიოლოგები კორონავირუსს 2012 წლიდან იკვლევდნენ – დილიანა გაიტანჯიევა” 6 მაისს გამოაქვეყნა. “თვალსაზრისზე” დაყრდნობით ამ მასალიდან ციტატები ასევე News Front Georgia-მაც გამოიყენა.

 

“თვალსაზრისი”