ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში აბდულა ოჯალანის მხარდამჭერები შეიჭრნენ

დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტში, პლენალურ სხდომაზე შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელეს, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, რომელიც 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.