COVID-19-ზე მეშახტეების ტესტირების ალგორითმი მუშავდება – გამყრელიძე

ვისაც ექნება მომატებული ტემპერატურა, მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი რამდენიმე ათეულია ქვეყანაში და იქ ჩაიტარონ ტესტი. ეს ტესტი არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლების შემდეგ მუშავდება COVID-19-ზე მეშახტეების ტესტირების ალგორითმი. „სატვირთო ავტომობილების მძღოლებს კორონავრუსზე ვამოწმებთ. ახლა მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე, განმარტა, თუ რომელი ჯგუფები ექვემდებერებიან კოვიდტესტირებას. „დღეს ტესტირებას ექვემდებარება ყველა ე.წ. შესაძლო ანუ საეჭვო შემთხვევა. ყველა კონტაქტირებული ინფიცირებული. ყველა კარანტინში მყოფი, მე-13 და მე-14 დღეს. ყველა პნევმონიით დაავადებული ნებისმიერ საავადმყოფოში.

ვისაც ექნება მომატებული ტემპერატურა, მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი რამდენიმე ათეულია ქვეყანაში და იქ ჩაიტარონ ტესტი. ეს ტესტი არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი.

შემდეგ ტესტირებას ექვემდებარებიან, ყველა მოხუცთა და ბავშვთა სახლში მყოფი ადამიანები. სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს კოვიდცენტრებში, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე თვითზოლაციიდან გამოსული პირები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”