ალეკო ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა როგორაა, როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროებამ ჩამომიტყუაო

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება.

„ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“, აბსოლუტურად დამსახურებული, თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმები არავითარ შემთხვევაში. პირველი, მაგალითად ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა სააკაშვილის წინააღმდეგ. რეალობას თუ შევხედავთ, ძალით არავის ჩამოუყვანია სააკაშვილი, თვითონ ამბობს, რომ ჩამომიტყუესო, უშიშროებამ რუსეთის, უშიშროებამ უკრაინის. მან დაუშვა ღრმა, პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.