უყრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციას არ შეასრულებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ქვეყანა პრორუსულ კურსს ატარებს. კერძოდ, კომენტარი ამ თემაზე უყრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ გააკეთა.
„ამის შემდეგ უკვე ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ. თუ საქართველო გადაწყვეტს, საბოლოოდ დაადგეს რუსეთის გზას და არ აღიაროს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უკვე იქნება იმის სრული მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრორუსული კურსი აირჩია და რუსეთის კოლონია ხდება. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება და ეს მიმართვა დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გაემგზავროს და არ დაკავდეს პოლიტიკით, როგორც დღეს ამით სპეკულირებას ცდილობენ. ჩვენ დღეს საქართველოს ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას ვხედავთ“, – განაცხადა არახამიამ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.